2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა სროლის შედეგად ამერიკის შტატ ინდიანაში. ინციდენტი ღამის კლუბში მოხდა. დაშავებულთაგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მედიის ინფორმაციით, ეს უკვე ბოლო 2 დღეში მომხდარი მასობრივი სროლის მე-9 შემთხვევაა ქვეყანაში.
სამართალდამცველები სხვა დამატებით ინფორმაციას მსხვერპლებსა თუ დამნაშავეზე, ჯერჯერობით, არ ავრცელებენ. მიმდინარეობს გამოძიება.