“ბიძინა, ორ მილიარდს მე გადაგიხდი, დაგვაბრუნე ევროპაში!” – ამ სიტყვებით მიმართავს ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს.
ფადი ასლი ირაკლი კობახიძის მიერ გამართულ პრესკონფერენციას ეხმაურება, სადაც პრემიერმა თქვა, რომ ივანიშვილი არ შეხვდება არც ჯიმ ო’ბრაიენს და არც სხვა ევროპელ პოლიტიკოსებსა თუ დიპლომატებს. კობახიძის განცხადებიდან ირკვევა, რომ ივანიშვილს აქვს ერთი პირობა, რის შემდეგაც ის პარტნიორებს შეხვედრაზე უარს აღარ ეტყვის – “როგორც კი დასრულდება შანტაჟი, დე ფაქტო სანქციები, მაშინვე რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს”.
”დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც იგივე შენიშნეთ: როდესაც ირაკლი კობახიძე საუბრობს, ის არ საუბრობს როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ის საუბრობს როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი,” – წერს ფადი ასლი.