“მთავარი არხის” ინფორმაციით, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული განსხვავებული მოსაზრების გამო, ბაღდათში, მამა მაკარს მსახურება შეუჩერა. გადაწყვეტილება დღეს ეპარქიის სხდომაზე იქნა მიღებული.
როგორც წყარო ყვება, ერთ-ერთი მიზეზი მამა მაკარს და მეუფე ანტონს შორის კანონთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება გახდა, თუმცა, ამავე წყაროს ცნობით, ეს არ იყო ერთადერთი მიზეზი, რადგან მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა სხვა პოლიტიკურ და საეკლესიო თემებზეც იყოს.
ცნობილი ხდება, რომ მამა მაკარსა და მეუფე ანტონს შორის ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, ფაქტი კი დღეს მისი გაურკვეველი ვადით მსახურების შეჩერებით დასრულდა.