“თავდასხმის დაწყების დღიდან, კიევში 18 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა” – ინფორმაციას ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
“კიევში, თავდასხმის დაწყებიდან, 24 თებერვლის შემდეგ, დაიღუპა 9 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 1 ბავშვი, ასევე 4 უცნობი და 18 სამხედრო პირი. დაშავდა 106 პირი, მათგან 47 მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავებულია 3 ბავშვი და 17 წლის კადეტი”, – აცხადებს კლიჩკო.