მინდა, რომ სააკაშვილის მკურნალობაში უკრაინელი მედიკოსებიც ჩაერთონ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოსთან მთავრობასთან კომუნიკაცია ჰქონდა. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ცოტა ხნის წინ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, სურვილი აქვს, რომ სააკაშიილს მკურნალობის პროცესშ უკრაინელი მედიკოსებიც ჩაერთონ, თუმცა აღნიშნული საკიტხთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ გარკვეული შეფერხებაა.

გულწრფელად გეტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილისგან წერილებს ვიღებ. ინფორმაციას მეც ვუგზავნი. საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრე როგორც პირადი შეხვედრისას, ასევე სატელეფონო საუბრის დროსაც.

მისმა მეუღლემ და დედამ თხოვნით მომმართეს, რომ მისი მონახულების უფლება მიეცათ. დავრეკე და ვითხოვე. უარი არ უთქვამთ. ერთადერთი რაც მინდა, ეს არის რომ მისი მკურნალობის პროცესში ჩვენი მედიკოსებიც ჩაერთონ, თუმცა ამ საკითხზე გარკვეული შეფერხებაა. განხილვა ამ დრომდე გრძელდება. ეს საკითხები ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან და სხვა ლიდერებთანაც განვიხილე, – განაცხადა კრაინის პრეზიდენტმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share