გახარია: “უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია”

გიორგი გახარია გუშინდელ გამართულ მედიაციის პროცესს ფეისბუქის პოსტით ეხმაურება:

“სახელმწიფოს მშენებლობა გრძელი და გამოწვევებით სავსე პროცესია და ამ პროცესში თითოეული ჩვენგანი ვალდებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს.

30 წელი გავიდა სახელმწიფოს მშენებლობის დაწყებიდან…

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.

ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე”, – წერს გიორგი გახარია. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share