დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ოქროს ხანის წარმატებული მმართველის, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს.
როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა.
„დიდი მეფის ხსენების დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა იმართება. თამარის ეპოქის საქართველო კავკასიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, თავად თამარ მეფე კი ჭეშმარიტად სახალხო სიყვარულით სარგებლობდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.