დღეს, 14 მარტს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. ეს არ შეეხება მედიას.
“აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“,- ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.
საკანონმდებლო ორგანო 12:00-ზე საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენს. სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლა 5 მარტს სურდა. თუმცა, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, პარლამენტის ბიურომ გადაწყვიტა, რომ რიგგარეშე სხდომა არ დაენიშნა. ბიუროს 4 მარტის სხდომამ კამათის ფონზე ჩაიარა. ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტისგან დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციის მოსმენას ითხოვდნენ. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, პრეზიდენტის მოსმენის ფორმატი წლიურ მოხსენებას გულისხმობს და ეს მიმდინარე საკითხებზე საუბარს არ ითვალისწინებს.