ფრანგი აქტივისტი, პიერ აფნერი აცხადებს, რომ “აიღეს პუტინის ციხე-სიმაგრე”. აქტივისტების თქმით, ისინი შეიჭრნენ ფრანგულ ვილაში, ქალაქ ბიარიცში და აპირებენ, რომ იქ უკარაინელი ლტოლვილები განათავსონ.
Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც უკრაინის დროშას აფრიალებს ვილის აივნიდან.
“ახლა ხალხის სასახლე მზადაა პუტინის რეჟიმის ლტოლვილებს მიესალმოს” – ამბობს კაცი ვიდეოში.
პიერ აფნერმა დამოუკიდებელ რუსულ გაზეთს The Insider-მა განუცხადა, რომ ვილის დათვალიერებისას მან აღმოაჩინა დოკუმენტები, რომლებიც, როგორც ჩანს, ეკუთვნოდა პუტინის ყოფილ სიძეს კირილ შამალოვს და რუს ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოს, პუტინის ახლო მეგობარს.
Insider-მა თქვა, რომ ვილა ოდესღაც ტიმჩენკოს საკუთრებაში იყო და მოგვიანებით გადაეცა შამალოვს.
კიდევ ერთმა აქტივისტმა, ვლადიმირ ოსეჩკინმა Facebook-ზე განაცხადა, რომ ისინი აპირებდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას წინადადებით მიმართონ, რომ ვილა ლტოლვილთა თავშესაფრად გმოიყენონ.