მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვისას დაშავებული ორსული ქალი გარდაიცვალა

რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვისას დაშავებული ორსული ქალი არ დაბადებულ შვილთან ერთად ამ დილით გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმის” კორესპონდენტი ასია დოლინა თავის ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.

მარიუპოლის სამშობიარო სახლი ბავშვთა საავადმყოფოსთან ერთად რუსმა ოკუპანტებმა ფრთოსანი რაკეტებით გუშინ დაბომბეს.

არის მსხვერპლი. ათეულობით მშვიდობიანი მოსახლე მათ შორის ბავშვი, ავადმყოფი და ორსული დაშავდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share