“ბახვის თემში, რწმუნებულის მოადგილედ ჯგუფურ ყაჩაღობაზე ნასამართლევი პირი დანიშნეს”

როგორც  “გურიის მოამბისთვის ”  გახდა ცნობილი, ბახვის თემში, რწმუნებულის მოადგილედ ჯგუფურ ყაჩაღობაზე ნასამართლევი პირი დაინიშნა. ამის შესახებ   ”ერთიანი  ნაციონლაური მოძრაობის”  ადგილობრივმა ლიდერმა, დავით მჟავანაძემ,  ჩვენთან საუბრისას განაცხადა. ოპოზიცია აპროტესტებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შექმნილ საკადრო პოლიტიკას  და მას საგანგაშო მდგომარეობად მიიჩნევს.  მჟავანაძემ აღნიშნა, რომ  “ქართული ოცნებასა” და კრიმინალს შორის ზღვარი წაშლილია და ისინი ღიად თანამშრომლობენ:

“კატასტროფული სიტუაციაა შექმნილი საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ბახვის თემში რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა ადამიანი, რომელიც გასამართლებულია ჯგუფურ ყაჩაღობაზე. იმდენად წაშლილია ზღვარი კრიმინალსა და “ქართულ ოცნებას” შორის, რომ არც კი ერიდებიან და ღიად თანამშრომლობენ. ამის ნათელი მაგალითი არის ბახვის თემი,  რომლის რწმუნებულის მოადგილის  სახელი და გვარიც უკავშირდება 90-იან წლებში ადამიანების გაუთოებას  ყაჩაღობის დროს და სასჯელს იხდიდა ჯგუფური ყაჩაღობისთვის. ასეთ ადამიანს ჩააბარეს სოფლის ბედი” – აცხადებს მჟავანაძე.

მისი თქმით, ოზურეგთი არ იმსახურებს, ჰყავდეს ასეთი ხელისუფლება:

“ასევე საგანგაშო მდგომარეობაა ცხემლისხიდში, სადაც  მოზვერის სანაცვლოდ ინიშნებიან თანამდებობებზე. ეს არის ადამიაანების დაცინვა.ასეთი ფაქტი  უამრავია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ეს არის საგანგაშო  და ამით უნდა დაინტერესედეს, როგორც მედია, ასევე საზოგადოება. ოზურგეთი არ იმსახურებს, რომ ჰყავდეს ასეთი მმართველები” – აღნიშნა დავით მჟავანაძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share