აშშ-მ სანქციები აამოქმედდა – “ოცნების” მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვების შესახებ შეტყობინებები მისდით

შეტყობინებები ელექტრონულ ფოსტებზე – ხელისუფლებისა და მათი ოჯახის წევრებს  სახელმწიფო დეპარტამენტიდან მისდით ცნობები ვიზების გაუქმების შესახებ. ინფორმაციას, რომ სავიზო სანქციები უკვე ამოქმედებულია, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია ავრცელებს. გამჭვირვალობის კანონი ძალაშია და როგორც დაანონსებული იყო, შტატებიც მოქმედებაზე გადადის. ხვალ კონგრესი “მეგობრობის აქტის” განხილვას იწყებს. ქვეყნის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო შავი სიის ფიგურანტების ვინაობაც მალე გაირკვევა.

სავარაუდოდ, ეს მხოლოდ დასაწყისია. დღესვე ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე შეეგუა ამერიკიდან სამხედრო დახმარების გაყინვას. ანგარიში, რომელიც პრემიერმა პარლამენტში დღეს გადააგზავნა, წერია, რომ 2024 წელს საქართველო სავარაუდოდ, მიიღებს 55 მილიონის შეიარაღებას. ანუ კობახიძეს, მოსალოდნელი სანქციების ფონზე უკვე აღარ აქვს შტატებიდან ამ დახმარების მიღების იმედი. არადა, ეს   უკვე დამტკიცებული დახმარება იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share