საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება პუტინს მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მიერ ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული – ჯო უილსონი

“საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება პუტინს მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მიერ ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული… მივესალმები სახდეპის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე, სადაც MEGOBARI აქტი განიხილება, დოკუმენტის ავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა.

“ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი, დაგმო ყოველმხრივი ევროატრალნტიკური და დემოკრატიული არჩევანი საქართველოს მოსახლეობის. მიიღო [უცხოელი აგენტების კანონი] და ამას მოჰყვა მასობრივი პროტესტი, რომელსაც ხედავთ. ასევე აქტიურად ხდება პუტინის პოლიტიკის გადმოღება. საქართველოს უსაფრთხოების ძალები დარტყმას ახორციელებენ მოქალაქეებზე და “ქართული ოცნება” ახორციელებს ჩინეთის პოლიტიკურ პარტიასთან თავის ურთიერთობებს. ხდება ძირითადი ინფრასტრუქტურის გადაცემა ჩინური კომაპნიისთვის… – აცხადებს უილსონი.

ცნობისთვის, განხილვის ინიციატორი ჰელსინკის კომისიაა და მსჯელობა საქართველოში არსებულ ვითარებასა და რუსული კანონიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხება.

დღევანდელ მოსმენაში მონაწილეობენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და ფონდ “ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე.

შეგახსენებთ, რომ MEGOBARI აქტის ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი,
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share