ეგზიტპოლისა და არსებული შეფასებების მიხედვით, პროევროპული პარტიების დიდი კოალიცია ევროპარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებს.
ეგზიტპოლისა და შეფასებების მიხედვით, ევროპარლამენტში 720-დან 398 დეპუტატი პროევროპული კოალიციიდან იქნება.
წინასწარი ინფორმაციით, მანდატები ასე გადანაწილდება:
უმრავლესობით წარმოდგენილი იქნება ევროპის სახალხო პარტია (EPP) 181 დეპუტატით, 135 დეპუტატით სოციალისტები და დემოკრატები (S&D), 82 დეპუტატი ეყოლება პარტია ევროპულ განახლებას (Renew Europe).
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის ჩათვლით გაიმართა.