პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და პერსონალი ღირსების მედლებით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და პერსონალი ღირსების მედლებით დააჯილდოვა. განცხადება სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე გააკეთა:

“სასწაულია დღევანდელი დღე. მე ასეთი საქართველო მინდა, გახარებული ამ ბიჭების სასწაულით. მაგრამ სასწაული ასე არ მოდის. ეს არის შრომა, თავადადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა და ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული რომ მიაღწიეს მიუღწეველს და ეს არის მხოლოდ საწყისი. მათ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრებს მე მინდა რომ თქვენი სახელით ერთობის სახელით რამეთუ ეს ჯილდო არის მთავრობის პრეზიდენტის და თქვენი ჯილდო რომელსაც გადავცემ ამ ბიჭებს და ვუსურვებთ, რომ გზა მათი გამარჯვებების იყოს უსასრულო, თქვენი სახელით,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share