კულტურის მინისტრი ეროვნულ მუზეუმებს სტაჟიორებით აკომპლექტებს. გაშვებული კადრების, გამოცდილი მეცნიერების ნაცვლად თეა წულუკიანს სიტემაში არაკომპეტენტური დამიანები შეჰყავს.
“ქართული ოცნების” ლიდერი 252 კადრს ეძებს. არსებობს ეჭვი, რომ 22 ორგანიზაცია პარტიული აქტივით დაკომპლექტდება.
ამ ფონზე გაშვებული თანამშრომლები სასამართლო დავისთის ემზადებიან. მეცნიერები დანებებას არ აპირებენ და სარჩელი ასევე, ჯანდაცვის სამინისტროშც შეიტანეს.
გუშინდლიდან დავიწყეთ ჩვენ დავა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან როგორც დამსაქმელებთან. ძირითადი მოთხოვნები რაც არის, ეს არის, რომ უკლებლივ ყველა აქამდე გაშვებული ადამიანი ეროვნული მუზეუმის სისტემიდან დაბრუნდეს თავის დაკავებულ თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე, ასევე, გაიზარდოს ხელფასები 100%-ით და შეჩერდეს ჩარევა ჩვენს სამეცნიერო, კვლევით და სამუზეუმო საქმიანობაში, – ამბობს გაშვებული თანამშრომელი.