მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი სამშენებლო მასალა მამაკაცს დაეცა

ბათუმში, კობალაძის ქუჩის 16 ნომერში მშენებარე კორპუსიდან გამოვარდნილი სამშენებლო მასალა ახალგაზრდა მამაკაცს თავში დაეცა.

დაშავებული კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. 20 წლის ახალგაზრდას მრავლობითი დაზიანება აქვს. ყველაზე პრობლემურია კეფის არე, სადაც მას სავარაუდოდ, რკინის მასალა დაეცა. მდგომარეობა მძიმეა და ის ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთვის აპარატზეა მიერთებული.

სავარაუდოდ, შემთხვევა მშენებლობაზე, რომელსაც კომპანია DS Group-ი ახორციელებს, უსაფრთხოების ნომრების დარღვევამ გამოიწვია.

ამ დროისთვის ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული, ამის შესახებ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. მათი ნაწილი ამ დროისთვის, გამოკითხვაზე იმყოფება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share