ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ:
“ყველას მოგიწოდებთ, რომ ფუჭი პროგნოზები არ ვაკეთოთ. სულ ცოტა დარჩა და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. გავიგებთ რა და როგორ არის. მე არ მაქვს თქვენგან განსხვავებული არანაირი დამატებითი ინფორმაცია, ამიტომ ვთვლი, რომ ეს პროგნოზების გასაკეთებლად საკმარისი ინფორმაცია არ არის. არავინ არ ვიცით რა მოხდება, ცოტა ხანი მოვითმინოთ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ყველაფერი ცხადი გახდება”.