პუტინის სიკვდილი რუსეთში ვითარებას არ შეცვლის და არც უკრაინასთან ომს არც შეაჩერებს, მას ახალი “პუტინები ჩაანაცვლებენ, – აცხადებს ამერიკელი ისტორიკოსი, თანამედროვე რუსეთის ისტორიის მკვლევარი იური ფელშტინსკი და მაგალითად დმიტრი მედვედევის სიტყვები მოჰყავს, სადაც ის მთელი მსოფლიოს მიმართ ზიზღზე საუბრობს.
“პუტინი რომც წავიდეს, იქ არის პატრუშევი, მედვედევი, რომლებიც მასზე უკეთესები არ არიან. იქ მთელი კოჰორტაა მომზადებული, რომლებიც პუტინს შეცვლიან. არაფერი შეიცვლება. არის რა თქმა უნდა ალბათობა, რომ ვიღაცას პუტინის მოშორება მოუნდეს, მისი ადგილის დაკავება, მაგრამ ვიმეორებ, არა იმისთვის, რომ უკრაინასთან ომის შეჩერებაა საჭირო, ან რუსეთის საგარეოპოლიტიკური კურსის შემობრუნება. არ მგონია, რომ მმართველ წრეებში არის ოპოზიცია, არის ხალხი, ვინც პუტინის კურსს არ ეთანხმება,” – აცხადებს ის.
ისტორიკოსი უკრაინის გამარჯვებასა და რუსეთის მომავალზეც საუბრობს.
“რუსეთში უნდა იყოს ისეთი ლიდერი, როგორიც მოვიდა გერმანიაში 1945 წელს მეორე მსოფლიო0 ომის დასრულების შემდეგ. თუ რუსეთი განიცდის მარცხს ამ ომში და მე დარწმუნებილი ვარ რომ განიცდის, ეს უბრალოდ დროისა და ფასის საკითხია, რუსეთს ექნება შანსი, როგორც გერმანიასდ ჰქონდა შანსი 1945-ში, გახდეს ნორმალური ქვეყანა და ხელისუფლებაში ნორმალური ადამიანები ჰყავდეს,” – აცხადებს ის.