მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ცოლს და უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Foundation-ის ხელმძღვანელს იულია ნავალნაიას.
სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და იულია ნავალნაიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება “ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა”.
მოსკოვის სასამართლოების პრესსამსახურის თანახმად, იულია ნავალნაია ასევე ძებნაში გამოაცხადეს. მისი პატიმრობის ვადის ათვლა რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადაციის/ქვეყანაში დაკავების მომენტიდან დაიწყება.
ბრალდების თანახმად, ალექსეი ნავალნის ცოლს 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.