რუსეთში ისევ ხანძარია – ცეცხლი ამჯერად ქალაქ პერმში გაჩნდა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ხანძარი საავიაციო კოლეჯის სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზეა გავრცელებული.
დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.