„ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება და აქ განზე დგომის დრო, იმის დრო, რომ დასახელებული სახელების გამო(სააკაშვილი-კეზერაშვილი-მერაბიშვილი), სადღაც არ უნდა წავიდეთ, არ არის მისაღები,“ – ამის შესახებ „რეაქციაში“ ერთიანობის ლიდერი, ლაშა ბაქრაძე საუბრობს.
როგორც ბაქრაძე ამბობს, ახლა აქტიურობის დროა და პირადი მაგალითებით უნდა აჩვენონ ადამიანებმა, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტია.
”ეს ერთობა არის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია, ამ ბრძოლაში საჭიროა, რომ ადამიანები ჩაებან, მიღონ მონაწილეობა და დაინახონ, რომ მართლაც არიან ახალი სახეები და განახლება მოხდება და მოხდება გადახალისება, მე ამის იმედი მაქვს, გარკვეული ხედვების და ჩვენ საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლიდან ჩვენ გამოვალთ გამარჯვებულები სახელოვნად.
5-იანი მოვიდა ჩემთან, შემომთავაზეს, გიორგი ვაშაძემ, – რთული იყო, კონსულტაციები გავიარე და აბსოლუტურად კარგად მესმის, რომ დიდი ტალახის სროლა ატყდება, ისედაც ვიცით, როგორი იქნება არჩევნები, ალბათ, ასეთი არჩევნები, როგორიც ჩვენ წინ გველის, გველის ძალიან ცხელი ზაფხული და კიდევ უფრო ცხელი შემოდგომა. მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში უნდა შევიდეთ და გარკვეულ წინაღობებზე, რომელიც რასაკვირველია, არსებობს, ამაზე შეიძლება ცალი თვალი მაინც მოვხუჭოთ,“ – ამბობს ბაქრაძე.