“ძალიან ამაყი ვარ, რომ ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის ვარ” – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს.
ქართველი სპორტსმენი საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთხელ ულოცავს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად ასპარეზს.
”ძალიან ამაყი ვარ, რომ ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის ვარ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ საოცარ გუნდს [საქართველოს ნაკრებს], თქვენს გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა”, – წერს გიორგი მიქაუტაძე.
სასიხარულო ამბავი: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი გახდა – მიმდინარე წლის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 6 ფეხბურთელი გახდა.
უეფას გადაწყვეტილებით, ოქროს ბუცი ყველა იმ ფეხბურთელმა მიიღო, ვისაც ყველაზე მეტი გოლი ჰქონდა გატანილი.
ესენი არიან:
- გიორგი მიქაუტაძე – საქართველო;
- ჰარი კეინი – ინგლისი;
- კოდი გაკპო – ნიდერლანდები;
- ჯამალ მუსიალა – გერმანია;
- დანი ოლმო – ესპანეთი;
- ივან შრანცი – სლოვაკეთი.
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ოთხგზის ჩემპიონია. ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთმა ინგლისის ნაკრები ანგარიშით – 2:1 დაამარცხა.