ბოშათა ბარონების საფლავების აბსურდული ფუფუნება…..რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image

intermedia.ge

ბოშა ხალხი საოცრად უნიკალურია, ისინი დანარჩენი ერებისგან თავიანთი პომპეზურობითა და ტრადიციების უპირობო დაცვით გამოირჩევიან. გაგიკვირდებათ და მათი დაკრძალვის ცერემონიაც კი იმდენად გამორჩეულია რომ ყოველი პროცესიის მსვლელობის ამსახველი ფოტოები ინტერნეტსივრცეში ვირუსივით ვრცელდება.

image

 

 

ბოშები მთელი თავისი ისტორიის მანძილზე მომთაბარე ჯგუფებს წარმოადგენდნენ, რომელთა ცხოვრებაც ავანტიურიზმითა და საფრთხეებით იყო სავსე, რის გამოც ბანაკებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი არც ისეთი მცირე იყო, დროთა განმავლობაში დაკრძალვის ცერემონიალმაც ახალი თვისებები შეიძინა.

image

 

 

მომთაბარეობის დროს ბოშები ერთმანეთს ადამიანის თვალისგან მოშორებით, გზებზე და ტყეში მარხავდნენ, ხოლო როდესაც მათი ცხოვრება გაცილებით უფრო მშვიდი და უზრუნველყოფილი გახდა თავიანთი თანამებრძოლების დაკრძალვა მათ მოკრძალებულად დასახლებების შემოგარენში მდებარე სასაფლაოებზე დაიწყეს, თუმცა დროთა განმავლობაში, სიტყვა “მოკრძალება” ბოშების დაკრძალვის პროცესთან დაკავშირებით სულ უფრო შეუთავსებელი გახდა.

image

 

ბოშებში სიკვდილი – ადამიანის სხვა სამყაროში გადასვლის პროცესს გულისხმობს, რომელიც გარდაცვლილის გარემოზე გავლენას ახდენს და მასზე საკუთარ კვალს ტოვებს. ეს პროცესი ძალიან ბინძურად ითვლება იმ გაგებით, რომ გავრცელებული რწმენის თანახმად, ყველაფერი რაც კი სიკვდილის დროს ადამიანის გვერდით იყო ბინძურდება და დაწყევლილი ხდება, თუ ადამიანი საკუთარ საწოლში გარდაიცვლება, ჭუჭყისგან თავის დასაღწევად მისი დაწვაა რეკომენდებული, ხოლო ნივთები, რომლებიც მიცვალებულის თანდასწრებით იყო შებილწული უნდა გადაიყაროს. შესაძლებელია ასევე ამ ნივთების მიცვალებულისთვის დატოვება და მისთვის საფლავში ჩაყოლება.

imageimage

 

ამის თავიდან ასაცილებლად კი ბოშები სიკვდილის მოახლოებისას და მასთან პირისპირ შესახვედრად სხვა ადგილას გადადიან ან წინასწარ ცალკე სახლს იშენებენ, სადაც ახლობლებსა და ნათესავებს ემშვიდობებიან. ზოგადად, ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანების დაკრძალვა ბოშათა საზოგადოების “ნაღებისგან” განსხვავებით რაიმე სახის კულტურულ შოკს არ იწვევს.

 

ბოშებს აქვთ საკუთარი კანონები და წეს-ჩვეულებები, ისევე როგორც ყავთ ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის აღსრულებას აკონტროლებენ

image

ბარო, ანუ ხალხურ ენაზე “ბარონი” ბოშათა თემში არჩეულ ადამიანს ჰქვია, რომელსაც ჯგუფის შიდა საკითხების გადასაჭრელად საკმარისი უფლებამოსილება გააჩნია, იქნება ეს დავების გადაწყვეტა, განჩინების აღსრულება თუ განაჩენის გამოტანა. ასეთ “თავებს” აბსოლუტური ძალაუფლება აქვთ, რომელთა გადაწყვეტილებებიც არ საჩივრდება, ხოლო თავიანთი მომსახურებისთვის ისინი მათზე დამოკიდებული ოჯახებიდან შემოსავლის პროცენტის სახით სპეციალურ გადასახადსაც კი იღებენ. ბოშა ბარონები, როგორც წესი, წარმოუდგენელ სიმდიდრეს ფლობენ, რის დემონსტრირებასაც მაქსიმალური პომპეზურობით, ბრწყინვალებითა და ფუფუნებით ახდენენ. ბოშებისთვის ამაში ცუდი არაფერია, რადგან მათთვის სიმდიდრისა და ცხოვრების ბრწყინვალების დემონსტრირება ადამიანის საუკეთესო თვისებების მაჩვენებელია.

imageimage

 

 

როცა ასეთი “ოლიგარქი” კვდება, მისი დაკრძალვაც მისივე ცხოვრების სტილში ხდება

 

imageimage

 

აქ ვერანაირ დრამატულ სცენებს, სევდიან სახეებსა და ასკეტურ დამშვიდობებას ვერ ნახავთ. ჩვეულებრივი დაკრძალვა ორკესტრისა და ცეკვების თანხლებით იმართება. პროცესიაზე, რომელიც ერთი შეხედვით წვეულებას მოგაგონებთ, მყვირალა ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები ერთდროულად ტირიან და იცინიან. ტირიან, რადგან ახლობლის გარდაცვალების გამო დასევდიანებულნი არიან, ხოლო უხარიათ რათა მან უკეთესს სამყაროში გადაინაცვლა. დაკრძალვაზე ყოველთვის ბევრი სტუმარი იყრის თავს, რათა ტრადიულად ცერემონიალს გარდაცვლილის აბსოლუტურად ყველა ნაცნობი უნდა დაესწროს (გავლენიანი ბარონების დაკრძალვას უცხოური დიპლომატიური მისიებიც კი ესწრეოდნენ) სუფრა კი ნაირ – ნაირი საკვებით გადავსებული უნდა იყოს, ამიტომ დაკრძალვის ცერემონია როგორც წესი, რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი გრძელდება.

image

 

 

პრეზენტაბელურობის შესანარჩუნებლად სხეულს ხშირად მცენარეული ბალზამებით ამუშავებენ რათა უსიამოვნო სუნმა ქეიფს ხელი არ შეუშალოს. “დღესასწაულის” შემდეგ მიცვალებულს საფლავს უთხრიან, რომელიც სახლის წესით არის მოწყობილი და რამდენიმე ოთახისგან და ავტოფარეხისგანაც კი შედგება. სწორედ იქ ათავსებენ გარდაცვლილის ყველა ნივთს, რაც შეიძლება მისთვის იმქვეყნიური ცხოვრებისთვისაც სასარგებლო იყოს.

image

ამის შემდეგ მიცვალებულს, საკუთარი საწოლითა და მანქანით კრძალავენ, მის საფლავზე კი დგამენ ცხენზე ამხედრებული ბოშას სრულ სიმაღლიან მონუმენტს, რომელზეც ის ოჯახის წევრებთან ერთად საკვებით სავსე სუფრაზეა გამოსახული.

 

imageimage

 

საფლავზე სავალდებულოა მაგიდის ან ფანჩატურის მოწყობა, ვინაიდან იქ საკვების მიღებას მიცვალებულის სულთან ერთად ვახშმობის მნიშვნელობა ენიჭება, გარდა ამისა, მიღებულია საკვების ნარჩენების მიწაში ჩამარხვა, რადგან ასეთი ტრაპეზის შემდეგ ის ბინძურად ითვლება, და რაც ყველაზე საინტერესოა, ასეთი მდიდრული საძვალეების ძარცვა პრაქტიკულად არ ხდება. შესაძლოა, ქურდებს იმ წყევლის ეშინიათ, რომლის გაგზავნაც ეგვიპტის ფარაონების მსგავსად ბოშა ბარონებსაც შეუძლიათ.

 

imageimageimageimageimage

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share