“მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს….შევქმნათ…საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით…..საქართველოს ევროპული პერსპექტივის გადარჩენის პლატფორმა”-არმაზ ახვლედიანი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, „საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით საქართველოს ევროპული პერსპექტივის გადარჩენის პლატფორმა შექმნან“.

როგორც ახვლედიანი „ფეისბუქზე“ წერს, აღნიშნული პლატფორმის შექმნით პოლიტიკური სპექტრი საზოგადოების კონსოლიდაციას შეძლებს.

„ევროპული პერსპექტივის განადგურებისა და საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის გაფორმების „ოცნებისეული“ მზაკვრული გეგმის ჩაშლა ახლა უმთავრესი სახელმწიფოებრივი ამოცანაა.

მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს, გამოვიჩინოთ შესაბამისი პასუხისმგებლობა და წინააღმდეგობების მიუხედავად, დაუყოვნებლივ შევქმნათ საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენის პლატფორმა. სწორედ ასე შევძლებთ საზოგადოების კონსოლიდაციას ამ სანუკვარი იდეის, ყველაზე დიდი საქმისა და სტრატეგიული მიზნის მისაღწევად!“- წერს არმაზ ახვლედიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share