“სტრასბურგის შემდეგ ჰააგის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი გამარჯვება და საქართველოს უმნიშვნელოვანესი წარმატება საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე!”-მდინარაძე

“სტრასბურგის შემდეგ ჰააგის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი გამარჯვება და საქართველოს უმნიშვნელოვანესი წარმატება საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე!
პარალელურად, იმის მიუხედავად, რომ ომის პარტიელებმა თავის დროზე მთავარი მტკიცებულება, რუსული “ისკანდერის” ნაწილებიც კი გადამალეს, ნაცურმა სპეცოპერაციამ – “იქნებ მივიწეროთ”, სტარტი აიღო… 😊😊
გასულ წლებში მათი მავნებლური და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიებიდანაც შეგვიძლია ერთ-ერთი გავიხსენოთ: ჰააგის მიმართულებით “ქართული ოცნება” იმიტომ აქტიურობს, ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი რომ დადგესო.
ამასობაში მეხუთე კოლონის მთავარი ტელევიზიიის უშედეგო მცდელობაც ვიხილეთ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რაიმე დამაზიანებელი ეთქვა საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე.
რუსეთის ღია აგრესიის კვალდაკვალ მეხუთე კოლონა კვლავ განაგრძობს საქართველოს, მისი ხელისუფლების, მშვიდობის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა უშედეგოდ!”-წერს სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share