როგორ აღნიშნეს “მთის დღეები” ბახმაროში ამ უგემოვნოებმა – არმაზ ახვლედიანი

დეპუტატი არმაზ ახვლედიანი დღეს , ბახმაროში მთავრობის ორგანიზებით გამართული “მთის დღეები” შესახებ წერს:
”დღეს ბახმაროში მთის დღეები – მთავრობის ღონისძიება ყოფილა. მთას ნამდვილად უხდება შესაბამისი სახალხო ზეიმი, თუმცა რაც ახლა აქ ხდება, ყველაფერია, მთის დღეების გარდა.
4 საათი, 14.00-დან 18.00-მდე, ჯოჯოხეთური გუგუნით ზანზარებდა აქაურობა. ასე აღნიშნეს მთის დღეები ამ უგემოვნებო, უკულტურო ბიუროკრატებმა. არადა, მეორე ნაწილში მშვენიერი მუსიკოსებია პროგრამით, მაგრამ რად გინდა, აქაც ქაჯობამ გვაჯობა – ორგანიზატორები ვერ ხვდებიან, რომ ასეთ მელოდიებს სულ სხვა სიმყუდროვე და ჰარმონია უნდა მოჰქონდეს (ყველაზე კარგი სიმღერა, მელოდიაც კი შეიძლება აუტანელი გახდეს, როცა მას გამაყრუებელ ხმაზე ასმენინებ აუდიტორიას!) – ამათ ხელში ხომ კარგიც ცუდდება.
რა შეუსაბამო სახელია – მთის დღეები – ამ მართლაც რომ ბიუროკრატიული ღონისძიებისთვის, სრული შეუსაბამობაა მთის კულტურასთან, ადათ-წესებთან, სიმყუდროვესა და სიბრძნესთან.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ დროს ნახევარ ბახმაროს წყალი არ აქვს, დახურეს ამბულატორია, დაიცალა იაილები (!), ეგზისტენციური საფრთხის წინაშეა უნიკალური კურორტი მთავრობის მფარველობის ქვეშ მყოფი ბათუმის გამანადგურებელი “ორბის’’, აქაური განუმეორებელი კლიმატის დამსამარებელი ჰესის აღმართვისა და აქ მიმდინარე ზღვარგადასული უკანონო მშენებლობების გამო!” – წერს ახვლედიანი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share