დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა.
კიმბერლი ჩიტლმა გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.
საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში, ჩიტლი წერს, რომ საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა ერის ლიდერების დაცვა და რომ სააგენტო „ამ მისიას ვერ გაართვა თავი“ 13 ივლისს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თავს დაესხნენ. სნაიპერის ნასროლმა ტყვიამ მას ყური დაუზიანა.
შემთხვევის დროს დაზიანებები მიიღო ორმა მოქალაქემ, ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. თავდამსხმელი კი საიდუმლო სამსახურმა გაანეიტრალა. მისი ლიკვიდირება ადგილზე მოხდა. FBI-ს ცნობით, თავდამსხმელი 20 წლის მეთიუ კრუკსია.