ბოიკოტი გამჭვირვალობის კანონს – უცხოური ძალის ინტერესების გამტართა რეესტრი დღის ბოლოსაც ცარიელია

უცხოური ძალის ინტერესების გამტართა რეესტრი დღის ბოლოსაც ცარიელია – “ოცნების” მუქარის მიუხედავად, არცერთი ორგანიზაცია ე. წ. აგენტად არ რეგისტრირდება. დაუმორჩილებლობა სამოქალაქო სექტორმა კანონის ამოქმედების დღიდანვე დააანონეს და თქვეს, რომ გამჭვირვალობის კანონის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებდნენ.

ყველაზე მძიმე მომდევნო თვეები იქნება. ვინც უარს იტყვის  მოთხოვნებზე, დიდი ფინანსური სანქციები დაეკისრება, რაც ორგანიზაციებისთვის, ფაქტობრივად, განაჩენია. ერთადერთი ხსნა შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლო აღმოჩნდეს, სადაც  კანონის გაუქმების შესახებ სამი სარჩელია შესული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share