“ერთიანობის“ წევრი ნიკა ობოლაძე “ოცნების“ ბრალდებას, რომ ბაობები ენმ-მ გაახმო, არაადეკვატურს უწოდებს. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ “ქვეყანას ჰყავს მმართველი, რომელიც დარდობს ხეებზე და არა ადამიანებზე“. მისი თქმით, როგორც ბაობები გახმა, ისე გახმება “ოცნების” ძალაუფლების ხეც.
”ძალიან დიდი არაადეკვატურობაა დააბრალო ვინმეს ხის გახმობა და ისაუბრო ამ თემაზე, როცა საუბრობ ბაობაბების შემოტანაზე და არ საუბრობ ემიგრანტების დაბრუნებაზე. შეიძლება გაგიხმა ხე, ასევე გაგიხმეს ძალაუფლების ხეც. პრობლემა ივანიშვილს შეუძლია თავის თავში ნახოს, ქვეყანას ჰყავს მმართველი, რომელიც დარდობს ხეებზე და არა ადამიანებზე“, – აცხადებს ნიკა ობოლაძე.
კენიდააან საქართველოში ჩამოტანილი ბაობაბები გახმა – რვა ხე, რომელიც ჯერ ამოთხარეს, შემდეგ ზღვაა და ხმელეთი მოატარეს, ბოლოს კი დენდროლოგიურ პარკშიი დარგეს, აღარაფრად ვარგაა.
დენდროლოგიური პარკი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ხეების გადმორგვა “დროშიი ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო გაიწელა“.