მამუკა მდინარაძე ფრიდონ ინჯიას ვაჟით ერთი ნახვით მოიხიბლა. შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, რომ პრორუსი დეპუტატის შვილი სასწრაფოდ “ქართული ოცნების“ გამსვლელ სიაში ჩასვეს და სამეგრელოს რაიონებიც ჩააბარეს. ასე ფასდება რუსული კანონის გულმხურვალე მხარდაჭერა. ილია ინჯიასთან ერთად კიდევ 21 რეგიონალური ფეოდალია წარდგენილი.
მაჟორიტარების სისტემა გაუქმებულია, თუმცა “ოცნება“ არაფორმალურ ფეოდალებს ვერ ელევა. ამიტომ მათ დელეგატები დაარქვეს და რაიონებში გადაანაწილეს. უკანონო მაჟორიტარების უმრავლესობა მუდამ მდუმარე დეპუტატები არიან. თუმცა, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენი მილიონი უდევს თითოეულ მათგანს ანგარიშზე. ვინც ფულს დახარჯავს, გამსვლელ სიაში გარანტირებული ადგილი აქვს.