ხელი ჩამოვართვით და საერთო ბრძოლაში დავდეგით, ეს ძალიან სწორი და მნიშვნელოვანია და მე ამ კოალიციის დიდი წარმატების მჯერა“ – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “ტვ პირველის “ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დროა, ხალხმა დაიჯეროს, რომ ცვლილებები შესაძლებელია და არჩევნებზე დიდი აქტივობის დაფიქსირებით სწორი არჩევანი გააკეთოს.
”მინდა, რომ ამაში ხალხი დავარწმუნოთ, როგორ შევცვლით ხელისუფლებას?- ბევრი ხალხი თუ მივა არჩევნებზე, დავირაზმებით და მივალთ. არჩევანი გაჩნდა, აქამდე სულ ისმოდა რომ “ოცნება“ არ ვარგა, იპარავენ, მათი გაკეთებული ინგრევა და ფუჭდება, მაგრამ წინა ხელისუფლების დაბრუნება არ გინდაო. მინდა ამ ხალხს ვუთხრა, ახლა გაჩნდა რეალური ალტერნატივა – არ მოგწონს ოცნება და მიგაჩნია, რომ დაქცეულ რუსეთში მიგათრევს, ჩემი აზრით, საწინდარია იმის, რომ არავინ სახლში არ დარჩეს, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველს აქვს შანსი. უნდა დავარწმუნოთ ხალხი და დავიჯეროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ცვლილება. დიდი აქტივობა თუ იქნება, ხელისუფლებასაც შევცვლით“, – განაცხადა ელისშვილმა.