“რუსულ ოცნებას ევროპაში დამლაპარაკებელიც კი აღარ დარჩა… სასწრაფოდ შეასრულეთ ეს რეზოლუცია!” – ასე მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი “ოცნების” ხელისუფლებას.
ის ხელისუფლებას ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეს არის “ისტორიული შანსი” ქვეყნის გადასარჩენად.
“ბატონო ბიძინა, თამაში დამთავრებულია” – მიმართავს ხაბეიშვილი ივანიშვილს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია, ევროპარლამენტის რეზოლუციაც ადასტურებს.