არ მივესალმები რუს ტურისტებს! ოკუპანტებმა შვილები, ცოლები, მამები დაგვიხოცეს, როგორ უნდა მიყვარდეს? – უშიკიშვილი

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ამბობს, რომ ის არ მიესალმება რუს ტურისტებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა. მანვე დასძინა, რომ ამ რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების უმძიმესი შეცდომაა და ძალიან დიდ საფრთხეს მოიცავს.

„არ მივესალმები რუს ტურისტებს! დამიძახეთ გოიმი! ჩემი სასტუმროდან ერთ კილომეტრში გიორგი ანწუხელიძე ცხოვრობდა! როგორ წარმოგიდგენიათ რუსი ტურისტები მივიღო და რუსული სიმღერები ჩავურთო.

ოკუპანტებმა შვილები, ცოლები, მამები დაგვიხოცეს და როგორ უნდა მიყვარდეს? კი ბატონო დამიძახეთ ქსენოფობი”, – განაცხადა გიორგი უშიკიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share