აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა EU-ს წევრ ქვეყანაში – ევროპარლამენტარების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

44 ევროპარლამენტარისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს. ევროდეპუტატები განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის სახელზე ავრცელებენ.

გთავაზობთ განცხადებას სრულად: 

“ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემოთ ჩამოთვლილი ხელმომწერი წევრები, ვწერთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება ინტერნეტ-სასამართლო სხდომიდან შემაშფოთებელი ვიზუალური მტკიცებულებების გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც ცალსახად ასახავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფ და მძიმე გაუარესებას. აშკარაა, რომ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა ღრმად შემაშფოთებელია და აქვს საშინელი შედეგებისა და სიცოცხლის დაკარგვის პოტენციალი.

გვჯერა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მიუთითებს, რომ მის მიმართ არსებული ამჟამინდელი სამედიცინო ღონისძიებები არ უზრუნველყოფს და არც ხელს უწყობს მის სწრაფ გაუმჯობესებას. ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ სანამ ის კრიტიკულ სტადიას მიაღწევს, ჩატარდეს გადაუდებელი ზომები მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსასწორებლად.

ბ-ნი სააკაშვილის მდგომარეობის დაჩქარებულად გაუარესების გათვალისწინებით, ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემოთჩამოთვლილი ხელმომწერი წევრები, სასწრაფოდ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ თანამგრძნობ, მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას: აუცილებელია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია მიიღოს საჭირო და სათანადო სამედიცინო დახმარება.

როგორც ევროპარლამენტის წევრები, ჩვენ ხაზს ვუსვამთ უნივერსალუტი ადამიანური ღირებულებების მნიშვნელობას. დაიცავით თიოეული ადამიანის ღირსება. ეს ემსახურება ევროკავშირის საფუძვლებს. ველოდებით, რომ დათქმების გარეშე, ევროკავშირის წევრმა და კანდიდატმა ქვეყნებმა, მოახდინონ ურყევი დემონსტრირება და აჩვენონ ერთგულება ამ საერთო ევროპული ღირებულებებისადმი.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტური ჰუმანიტარული პრრინციპების ერთგულებას, მათ შორის, ძირითად ადამიანურ თანაგრძნობას და ადამიანის უფლებას, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება.

გვჯერა, რომ ამ ყველაფერს უდიდეს ყურადღებას დაუთმობთ და გადადგამთ აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყოთ ბ-ნი სააკაშვილის ჯანმრთელობა, – ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share