ნებისმიერ დროს შეუძლიათ გადაგიჭირონ მათრახი, ამას ვუყურებთ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში- ხათუნა ლაგაზიძე

“ის რაც საკონსტიტუციოში ხდება, კიდევ ერთი დასტურია იმის, საით მიექანება ეს სახელმწიფო“, – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა “აირჩიე ევროპას“ თავმჯდომარე, ხათუნა ლაგაზიძემ “ტვ პირველის “ ეთერში განაცხადა.

ლაგაზიძემ ხაზი გაუსვა იმას, თუ რა აკრძალვების ქვეშ მოუწევთ ცხოვრება საქართველოს მოქალაქეებს ამ კანონის დარჩენის შემთხვევაში და დასძინა, რომ “არავინ იფიქროს, ეს რომელიმე მათგანს არ შეეხება“.

”მე დღეს ისეთები ვნახე ბათუმში, ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, საით მიექანება ეს სახელმწიფო. მიექანება იქეთ, რომ ეს ქვეყანა მონათა ბაზრად იქცეს, არ ვაჭარბებ. ის რაც საკონსტიტუციოში ხდება, ესეც არის გზა იმისკენ, საქართველოს მოქალაქეები იქნებიან თავისუფალი ადამიანები, შეუნარჩუნდებათ თავისუფალი ნება და მშვიდობიან, უსაფრთხო, თანამედროვე და ცივილურ სახელმწიფოში იცხოვრებენ თუ ერთად ჩავეყრებით შუა საუკუნეების “ხაროში“, რომელიც არის ნაჯვარი ავღანეთის, სადაც ელემენტარულად სიმღერის უფლებას კრძალავენ, ქალებს მეტყველების უკრძალავენ.

არ ვაჭარბებ, ღმერთმა ნუ ქნას, ეს საკუთარ თავზე გამოსცადოთ. როცა თქვენს ქვეყანაში მეტყველების უფლებას, სიმღერის უფლებას და კულტურის უფლებას აგიკრძალავენ და განგიხილავენ მონებად, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ გადაგიჭირონ მათრახი, ამას ვუყურებთ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში. არავინ იფიქროს, რომ ეს მათ კართან არ  ჩაიმუხლავს. 

ერთადაერთი დამაიმედებელია, რომ 2 თვე გვაშორებს, იმის არჩევისგან როგორ საქარტველოში გვინდა ხვალ ვიცხოვროთ და როგორ განვიხილავთ საკუთარ თავს – მონად, თუ თავისუფლად. გამაოგნებელია ამაზე საუბარი 21 საუკუნეში, მაგრამ ეს რეალობა დადგება განურჩევლად ყველასთვის, მატ შორის “ოცნების“ ამომრჩევლებისთვის“, – განსცხადა ლაგაზიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share