“ძვირფასო ბათუმელებო, 2004 იყო როცა აქ, ბათუმში ფაქტობრივად საბოლოოდ გადაწყდა საქართველოს ბედი, რომ საქართველოს ევლო ევროპისკენ” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, არმაზ ახვლედიანმა ბათუმში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ახვლედიანის თქმით, “სხვა, რომ არაფერი ჰქონდეს დამსახურება დღეს პოლიტპატიმრად მყოფ მიხეილ სააკაშვილს, მხოლოდ ეს ერთი დამსახურება ეყოფოდა”.
“ძვირფასო ბათუმელებო, 2004 იყო როცა აქ, ბათუმში ფაქტობრივად საბოლოოდ გადაწყდა საქართველოს ბედი, რომ საქართველოს ევლო ევროპისკენ, რომ საქართველოს ევლო შეუქცევადად ნორმალური გზით.
და სხვა, რომ არაფერი ჰქონდეს დამსახურება დღეს პოლიტპატიმრად მყოფ მიხეილ სააკაშვილს, მხოლოდ ეს ერთი დამსახურება ეყოფოდა.
მან აჭარაში არსებული სიმახინჯე, სიმრუდე გაასწორა.
ეს მოხერხდა მაშინ ერთიანობით. სწორედ ახლა, როგორც არასდროს ამ ეპოქალური ცვლილების წინ გმართებს ერთიანობა, გადავდოთ ყოველგვარი პარტიული, ვიწრო პიროვნული ინტერესი, გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისთვის და შევძლოთ, რომ ევროპული ყაიდის, ნამდვილად ევროპული ბათუმი, ევროპული შინაარსის საქართველო დავუბრუნოთ ევროპულ ოჯახს.აქ კარგად ჩანს კონტურები აფხაზეთის და სოხუმის. არსად ისე კარგად არ იციან აფხაზეთის ფასი, როგორც აქ, აჭარაში.
აფხაზეთის დაბრუნება, შემოერთება ვერ მოხერხდება ვერავითარ შემთხვევაში ამათი უკეთურთა საკონსტიტუციო უმრავლესობით, არამედ მოხერდება ერთადერთი გზით, რომ კოალიციურმა მთავრობამ შეძლოს, კოალიციურმა ხელსიუფლებამ დემოკრატიული რეფორმები საქართველოს განვითარება, სწორედ მაშინ მოიხედავს საქართველოსკენ სოხუმი და ცხინვალი.
ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გზა.
და რაც შეეხება ამ ბინძურ თამაშს საქართველოს ეკლესიასთან, უნდა ითქვას სწორედ აქ, ანდრია პირველწოდებულის ნაკვალევზე
უნდა, რომ არავის გასვლია საუკუნეების მანძილზე და არავის გაუვა თამაში ეკლესიასთან.ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ერთიანობას, ევროპულ კეთილდღეობას და იზოლაციონიზმის დაგმობას ალტერნატივა არ გააჩნია.
ჩვენ გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ სხვა შანსი, სხვა გზა, სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია.”- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.