ქალთა ჩემპიონთა ლიგის მორიგ მატჩში „ლანჩხუთმა“ წყალტუბოს ტექნიკურ ცენტრში ბაქოს „ნეფთჩი“ 2:1 დაამარცხა.
ანგარიში მე-10 წუთზე ლანჩხუთელმა ლესლი რამირესმა გახსნა. 53-ზე შეჰრიბან დულეკმა გაათანაბრა, ორ წუთში კი ეთერ სულაშვილმა გამარჯვების ბურთი გაიტანა – 2:1.