Edison Research-ის კვლევით, მოსახლეობის 64% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, 36%-ს კი პირიქით, მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება. კვლევა ორგანიზაციამ ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა.
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკითხვა 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.5%, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 29 აგვისტო – 8 სექტემბრის შუალედში.