კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი “ქართულ ოცნებას” შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებს – ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ 12-წლიანი მმართველობის მიუხედავად, ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაცემული არცერთი დაპირება სისრულეში მოყვანილი ამ დრომდე არ არის.
ალეკო ელისაშვილი “ქართულ ოცნებას” “ყალთაბანდებად” მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას არათუ ხალხი, არამედ საკუთარი ქვეყანაც კი არ უყვარს.
”მთელი თბილისი ლაგუნა ვერეზე დადიოდა, ვარჯიშობდა ცურავდა, იყიდა და ააოხრა. შტადლერის ქარხანა აშენდებაო, რკინიგზის დიდი ქარხანა აშენდებაო, მანახეთ აბა სად არის აშენებული. ბენზინი გაიაფდება, გაზი უფასო იქნება, წყალი უფასო იქნებაო, 5 მილიო თითო სოფელს, 100 ქარხანაო, სად არის აბა. ყალთაბანდები არიან. ის კაცი ქოსატყუილაა. ხომ ხვდება, რომ არაფერი სათქმელი ხალხისთვის არ აქვს. ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა ეზიზღება. “ქართულ ოცნებას” არ უყვარს ხალხი, არ უყვარს ეს ქვეყანა. ერთადერთი რამ უყვართ, თავისი ჯიბე და ვერ გაძღნენ”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.