შეუძლებელია, “ოცნების” პირობებში ევროკავშირის წევრი გავხდეთ – ყურუა

“ქართულმა ოცნებამ” თავისი ნიღაბი ჩამოიხსნა, – ამის შესახებ განცხადება კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრმა, ბორის ჩელე ყურუამ “დღის ამბების” ეთერში გააკეთა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ მმართველი პარტიის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

“ქართულმა ოცნებამ” თავისი ნიღაბი ჩამოიხსნა და ადამიანის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ცხადი გახდა, რომ ისინი არ არიან ის ადამიანები, რომლებიც ევროკავშირში შეგვიყვანს და მათი ლიდერობის სფეროში ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ. დღეს ყველამ დაინახა მათი რეალური სახე და ივანიშვილის ავტორიტეტი იმდენად გასცდა, რომ ის ახალი დაპირებისთვის თავს აღარ იწუხებს”, – ამბობს ბორის ჩელე ყურუა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share