20 ოქტომბერს, ისტორიულ დღეს უნდა გვქონდეს ისტორიული შეკრება ხუთ ლოკაციაზე. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ვიკრიბებით გმირთა მოედანზე, რათა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ჩვენი ხმა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა უთხრან, რომ არცერთი მათგანი ბოდიშის მოხდას არ აპირებს და 26 ოქტომბრის გამარჯვებისთვის მზად არიან.
„20 ოქტომბერს, ისტორიულ დღეს უნდა გვქონდეს ისტორიული შეკრება ხუთ ლოკაციაზე. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ვიკრიბებით გმირთა მოედანზე, რათა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ჩვენი ხმა. ხმა, რომ არცერთი ჩვენგანი არ აპირებს ბოდიშის მოხდას და თითოეული ჩვენგანი მზად არის 26 ოქტომბრის გამარჯვებისთვის, რათა განახლდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ამ ქვეყანას ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობა და ვერავინ ვეღარასდროს მოგვაქციოს რუსულ მარწუხებში. ძალა ერთობაშია!“ – განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.