კახა ოქრიაშვილი – პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ნიჰილისტურ პოსტებსაც და ვიდეოებსაც, რომ გეგმა არ არსებობს, რომ პროტესტი არაფერს მოგვიტანს – ერთი სიტყვით, ხშირად შეხვდებით წუწუნს.

ვის აწყობს, ვის აძლევს ხელს, ვინ აორგანიზებს ამ მასობრივ ნიჰილზმს?! ეს ადვილი მისახვედრია: ხალხის ნაწილი ბუნებით პესიმისტია, ნაწილი კი გასაგებია, საიდანაც იმართება – მიტაცებული ხელისუფლების სტრუქტურებიდან!

ჰოდა, მოგმართავთ ყველა გულანთებულ, პატრიოტს – ნუ მიაქცევთ ყურადღებას ამ ნიჰილიზმს, აკეთეთ თქვენი საქმე ხარისხიანად და შედეგიც იქნება. ნუ დაკავდებით წინასწარმეტყველებებით – რა მოხდება, მერე რა იქნება და ა.შ. აკეთეთ ის, რასაც სინდისი გკარნახობთ და შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.

პირადად მე არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share