ჯგუფ “ლაუდსფიქერსის” სოლისტი, ლევან ლაუდაძე ქვეყნის ხელისუფლებას ღალატში ადანაშულებს და ამბობს, რომ ის არის “რუსული და რუსულ ინტერესებს ატარებს, ბოლომდე.“
მუსიკოსი “გავრილოვის ღამეს “ იხსენებს და აცხადებს, რომ “ის იყო მთავარი ნიშანი და მასშტაბური მოვლენა, რამაც ბოლომდე დაარწმუნა, რომ ეს ხელისუფლება არის რუსული.“
”ქვეყნის ღალატი არის, პირდაპირ, ჩვენს მოსისხლე მტერთან დაახლოება, ყველა გზით. გავრილოვის ღამე იყო მთავარი ნიშანი და მასშტაბური მოვლენა, რამაც ბოლომდე დამარწმუნა, რომ ეს ხელისუფლება არის რუსული და რუსულ ინტერესებს ატარებს, ბოლომდე. ატარებდა მანამდე და მას შემდეგ, კიდევ უფრო მასშტაბურად, გაატარა.
ღალატი არის ის, რასაც მე ვერავის ვერ ვაპატიებ. ქვეყნის ღალატი – რისთვისაც, ჟიული შარტავა ახსენეთ თქვენ, ადამიანები, პირდაპირ, სიცოცხლეს სწირავდნენ, ყველაზე ძვირფასს, და ჩვენ დავდგეთ და ვთქვათ: იცით რა არის? ადამიანები ვართ და, ახლა, უნდა შევუნდოთ ერთმანეთს. არა, შეიძლება ადამიანს აპატიო, თუ ის ადამიანი ნანობს, რა ეტყობათ ამათ, რომ რომელიმე, რამეს ნანობს“, – განაცხადა ლაუდიძემ.