ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე უწყვეტ პროტესტს მუსიკოსი ლევან ლაუდაძეც შეუერთდა – როგორც მან ”პირველებთან” განაცხადა, აქციის მონაწილეები იბრძვიან ბოლომდე, რათა პარლამენტი ვერ შედგეს.
”ჩვენი ქვეყნის რეალობა წლებია არის ასეთი,რომ ჩვენ ყოველდღე რაღაცას ვებრძვით, ვებრძვით მახინჯ სისტემას. ვიბრძვით ბოლომდე, რომ ეს პარლამენტი ვერ შედგეს. ეს პარლამენტი არალეგიტიმური იქნება ისედაც, თუმცა ფაქტობრივადაც არალეგიტიმაცია უნდა მოხდეს ამ პარლამენტის”,- ამბობს ლევან ლაუდაძე.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება – “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს დააანონსა, რომ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე პროტესტი მომდევნო 24 საათის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება.