”პირველად საქართველოს ისტორიაში, პრეზიდენტმა თქვა, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და ეს იყო რუსეთის სპეცოპერაცია, ჩვენ ხელახალი არჩევნები გჭირდება” – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, ევროპარლამენტარებსა და თინა ბოკუჩავასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, სტრასბურგში განაცხადა.
გვარამიამ ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბურობას და სადემონსტრაციოდ თეთრი დროშა გაშლა, რომელსაც შუაში დიდი შავი ლაქა ჰქონდა.
ოპოზიციონერმა ლიდერმა კონტროლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “შეუძლებელია მშვიდობიანად შეცვალო ქვეყანაში ხელისუფლება, როცა გაკონტროლობენ.“
”აქ იყო მთელი პარადი გაყალბების, ფესტივალი გაყალბებული არჩევნებისა და ყველა ფუნდამენტური უფლება დაირღვა. პირველ რიგში ეს იყო ხმის ფარულობის დარღვევა. პრობლემა კონტროლშია, რადგან ავტორიტარიზმი აკონტროლებს ყველაფერს, მათ შორის საჯარო მოხელეებს. მათი უმრავლესობა ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგია, მაგრამ მათ აკონტროლებენ. განსაკუთრებით დიდია პოლიტიკურად დევნის ფაქტები. შეუძლებელია მშვიდობიანად შეცვალო ამ ქვეყანში ხელისუფლება, როცა გაკონტროლობენ. პირველად საქართველოს ისტორიაში, პრეზიდენტმა თქვა, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და ეს იყო რუსეთის სპეცოპერაცია, ჩვენ ხელახალი არჩევნები გვჭირდება“, – განაცხადა გვარამიამ.
ყურადღების ცენტრში სტრასბურგია. ცოტა ხნის წინ იქ ქართული ოპოზიციის ლიდერებისა და გავლენიანი ევროდეპუტატების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. მწვავე განცხადებებები სტარსბურგში საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთდა.