“ფინანსური სიმწირის გამო, ტელეკომპანია გურიის ბიუროს ფუნქციონირებას წყვეტს” – ასე წერს ტვ “რუსთავი 2” ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც გუშინ მის გურიის ბიუროს ხელმძღვანელს, თამთა დოლიძეს მიუვიდა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული ტელეკომპანია, ჟურნალისტისა და ოპერატორისაგან ხელშეკრულების გაწყვეტას ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ითხოვს.
თავად თამთა დოლიძე, ამ ეტაპზე ვრცელი კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს, თუმცა არ მალავს, რომ გარკვეული კითხვები აქვს და კონსულტაციებს იურისტებთან გაივლის.
ოზურგეთში, მომხდარი რეპრესიებად აღიქვეს.
რამდენიმე წელია თამთას მეუღლე, კუკა ბარამიძე, “მოძრაობა თავისუფლებისათვის” აქტივისტია და ბოლო თვეებში გურიაში, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
ამავდროულად, ოზურგეთში, ბოლო საკრებულოს სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ, როცა დებატებისას, საკრებულოს სხდომათა დარბაზში “ქართული ოცნების” დეპუტატებმა “რუსთავი 2” -ის ოპერატორს სცემეს, ტელეკომპანიამ კი ნაცვლად საკუთარი თანამშრომლის დაცვისა, ამ უკანასკნელს და ჟურნალისტს, მომხდარის გაპროტესტების გამო უსაყვედურა.