აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ მაიკ ჯონსონი აირჩიეს. ჯონსონი მეორე კენჭისყრის დროს აირჩიეს და მან 218 ხმა მოაგროვა.
პირველი კენჭისყრის დროს, ორმა რესპუბლიკელმა ჯონსონს ხმა არ მისცა, თუმცა მოგვიანებით მათ პოზიცია შეცვალეს.
მანამდე, არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე მაიკ ჯონსონს მხარდაჭერას უცხადებს.
დღეს რიგით 119-ე კონგრესმა მუშაობა დაიწყო და კანონმდებლებმა ფიცი დადეს. 2019 წლის შემდეგ პირველად, რესპუბლიკურ პარტიას კონგრესის ორივე პალატაზე სრული კონტროლი აქვს.
დღესვე დაგეგმილია საქართველოს შესახებ ორი კანონპროექტის ინიციირება.