თამარ ჩერგოლეიშვილი “ფედერალისტურ” პარტიას აფუძნებს

“ევროპული საქართველოდან” ახლახან წამოსული, თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია, ახალ, “ფედერალისტურ” პარტიას აფუძნებენ.
ამის შესახებ განცხადებას, ამ პარტიის ახალშექმნილ ფეისბუკ გვერდზე, თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს:
“ჩვენი პოლიტიკური გუნდი ახალ, ფედერალისტურ პარტიას აფუძნებს.
ჩვენი მიზანია არსებული მავნე პოლიტიკური პროცესის ამოყირავება და საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალის დაბრუნება.
არსებული ცენტრალიზებული, თავკომბალა სახელმწიფო რუსეთის მიერაა თავსმოხვეული და ვიდრე ბუნებრივ წყობას არ დავუბრუნდებით, ვერც შინ, ევროპაში – დასავლურ ცივილიზაციაში დავბრუნდებით.
თავისუფალი და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის სისტემური გაძლიერებაა ყველა პრობლემის გასაღები – მხოლოდ ასე ჩადგება სახელმწიფო მოქალაქეების სამსახურში” ნათქვამია განცხადებაში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share