საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე კიდევ უფრო გამდიდრდა. ბიძინა ივანიშვილისთვის 2023 წელი ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა. ოლიგარქის ქონებამ 6 მილიარდ 550 მილიონ დოლარს მიაღწია. ამდენი ფული კი ქართველ ოლიგარქს არასდროს ქონია. ბლუმბერგის ცნობით, მილიარდების 20 პროცენტს, ანუ მილიარდ 300 მიილიონს ივანიშვილი მხოლოდ ქეშად ინახავს.
დანარჩენი კი განთავსებული აქვს სხვდასხვა გლობალურ აქციებსა და აქტივებში. საქართველოს არაფორმალური მმართველი ერთი მილიარდი დოლარის მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებს ფლობს.
ჩნდება კითხვა, საიდან დააგროვა ივანიშვილმა ამდენი ფული ომის ფონზე? არადა ოლიგარქი ქართველ ხალხს წლების წინ პირდებოდა, რომ ყველაფერს ქველმოქმედებაში ჩადებდა და თავისთვის მხოლოდ 200-ს მილიონს დაიტოვებდა.
ტვ პირველი